კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება გახდა.