„კაკტუსმა” „დინამო თბილისი” ანგარიშით 91:86 დაამარცხა
„კაკტუსმა” „დინამო თბილისი” ანგარიშით 91:86 დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სამშაბათს სუპერლიგის გათამაშების ერთ მატჩი გაიმართა. “დინამო თბილისი” “კაკტუსს” დაუპირისპირდა. ეს რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდების მეოთხე შეხვედრა იყო. წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, რომლებიც “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა, ამჯერად “კაკტუსმა” მეტოქეს შედეგით 91:86 სძლია.

სუპერლიგის გათამაშების მომდევნო მატჩები 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავში გაიმართება.

ოლიმპიურ სასახლეში 12:00 საათზე “სოხუმი” “ბათუმის”, ხოლო 14:00 საათზე “მგზავრები” “მარნეულის” წინააღმდეგ ითამაშებს.

18:30 საათზე კი “რუსთავი” საკუთარ მოედანზე “ქუთაისს” უმასპინძლებს.