კახი კავსაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს
13:28, 01.05.2021
მსახიობ კახი კავსაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამოქალქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრები, დეპუტატები მივიდნენ.
კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.