კახეთის რეგიონში დღეიდან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა
კახეთის რეგიონში დღეიდან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები ამოქმედდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან, ვაზიანი-გომბორი-თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული. ისინი აღნიშნულ საავტომობილო მაგისტრალზე გადაადგილებისას, მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ.
გამშვები პუნქტები დღეს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერა და პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და ექიმებს შეხვდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული რეგულაციების წესის დარღვევის შემთხვევები არ შეინიშნება.
„თელავის შემოსასვლელებში 31 მარტს მოწყობილ ოთხ საკონტროლო პუნქტზე, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20% -ის კონტროლი ხდებოდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე“,- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, რის შედეგადაც ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილდება.