კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 15 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში მოძრაობის სქემა არ შეიცვლება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.