კახეთის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ავტომობილის მძღოლი აცხადებს, მან მანქანის ძრავიდან ამომავალი კვამლი შენიშნა და ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად შეძლო.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.