დიდ ბრიტანეთში, საშობაო ბაზრობასთან ავტომობილი დაიწვა

23:55, 30.11.2017

დიდ ბრიტანეთში, საშობაო ბაზრობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილი მოულოდნელად დაიწვა. შემთხვევა მიდლსექსის საგრაფოშო, ქალაქ პინერში მოხდა.

თვითმხილველთა თქმით, მანქანას ცეცხლი საშობაო ბაზრობის მონაწილეთა სიახლოვეს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ახლომდებარე ქუჩები გადაკეტილია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი