პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი უხუცესთა საბჭოს წევრებს და ადგილობრივებს საზოგადოებრივ ცენტრის შენობაში ხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაა.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. რეგიონის გუბერნატორი განცხადებას ჟურნალისტებთან სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.