კახეთიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია
კახეთის საკარანტინო ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კახეთის ცხელების ცენტრებში ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო სიმპტომების პაციეტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება და დღეს ლუგარის ცენტრში 15-მდე ნიმუში კიდევ გაიგზავნება, რომლის პასუხიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე კახეთში თვითიზოლაციაში 16 პირია, ცხრა კარანტინის სივრცეში კი 435 მოქალაქე რჩება.