კახეთიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია

11:59, 16.04.2020

კახეთის საკარანტინო ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 20 ანალიზიდან ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კახეთის ცხელების ცენტრებში ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს. საეჭვო სიმპტომების პაციეტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება და დღეს ლუგარის ცენტრში 15-მდე ნიმუში კიდევ გაიგზავნება, რომლის პასუხიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კახეთში თვითიზოლაციაში 16 პირია, ცხრა კარანტინის სივრცეში კი 435 მოქალაქე რჩება.

მსგავსი