კახაბერ ქემოკლიძე - არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს
კახაბერ ქემოკლიძე - არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა დააკავეს, – განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც სოფელ მეჯვრისხევში იმყოფება.

„არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 18:00 საათისთვის ოკუპირებული სოფლის, აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე.

არსებული ინფორმაცია მყისიერ რეჟიმში იქნა მიწოდებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიცემულია ყველა რელევანტური სტრუქტურისთვის.

შესაბამისი აპარატები, სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ დროულად იყვნენ გათავისუფლებული ზემოხსენებული პიროვნებები უკანონო დაკავებიდან. ჩვენ ვინარჩუნებთ კომუნიკაციას უკანონოდ დაკავებული მოსახლეობის ოჯახის წევრებთან.

არსებული ინფორმაციით, ზემოხსენებული საქართველოს მოქალაქეები დაკავებული იყვნენ ოკუპირებული აძვისთავის ტერიტორიაზე, ანუ საოკუპაციო ხაზს მიღმა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

საოკუპაციო ძალების მიერ ახალუბნის მცხოვრებლების გატაცების გამო, ადგილზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ჩავიდნენ, სადაც საქმის დეტალებს ეცნობიან.