გადატვირთულობა ბაღებში ჩვენი აქილევსის ქუსლია,- ამის შესახებ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში იგეგმება 31 ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც პრაქტიკულად დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სასწავლო წლის დაწყება ყველა აღსაზრდელს და ჩვენს თამაშრომელს. რაც შეეხება სიახლეებს, წელს თბილისს შეემატა 11 ახალი შენობა, აღსაზრდელების რაოდენობას კი 3000-მდე ადგილი დაემატა.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ 31 ახალი ბაღის მშენებლობას, რომელიც პრაქტიკულად დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს.
რეგისტრაციის მიხედვით, წელს მივიღეთ 19 ათასი ბავშვი. ჯამში ბაღებში გვყავს 61 ათასი აღსაზრდელი. გატავირთულობა ჩვენი აქილევსის ქუსლია, თუმცა მშენებლობა ახალი ბაღების სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ არის მიმართული“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.