კახა მიქაიამ „დაიცავი საქართველო“ დატოვა 
კახა მიქაიამ „დაიცავი საქართველო“ დატოვა 

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია აცხადებს, რომ „დაიცავი საქართველოს“ ტოვებს.

ამის შესახებ კახა მიქაია სოციალური ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“. ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად. რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში“,- წერს კახა მიქაია.