კახა კუჭავა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაზე ზაფხულში საუბარი არ ყოფილა
უმრავლესობის დეპუტატი კახა კუჭავა აცხადებს, რომ ზაფხულში წინასაარჩევნო პერიოდი იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
კახა კუჭავა დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კომენტარები აბსურდულია.
„ფაქტებს ვერ გავექცევით, ფაქტი კი ერთია, როდესაც იყო შეხვედრები ვენეციის კომისიასთან, ვინც იყო წარმოდგენილი პარლამენტიდან ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე მოითხოვდნენ და საბოლოოდ ასეც აისახა კონსტიტუციაში, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაენიშნა დამოუკიდებლად მოსამართლეები, რომ ეს ყოფილიყო აუცილებლად პარლამენტის გადასაწყვეტი. ეს კონსტიტუციაში აისახა კიდეც. ამიტომ, აბსურდულია ყველა სხვა კომენტარის განხილვაც. განცხადებები, თითქოს ზაფხულში მიდიოდა რაღაც სიების განხილვა, ყველას გვახსოვს ეს ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი იყო, სადაც არც კი ყოფილა არანაირი საუბარი თუ წინაპირობა იმისა, რომ საუბარი ყოფილიყო მოსამართლეების სიაზე“, – განაცხადა კუჭავამ.