კახა კუჭავა - ნატო-ს მიერ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის განახლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი მალე მიღწეული იქნება
კახა კუჭავა - ნატო-ს მიერ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის განახლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი მალე მიღწეული იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი კახა კუჭავა აცხადებს, რომ ნატო-ს მიერ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის განახლება მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მალე იქნება მიღწეული.

მისი თქმით, ხელისუფლება წლების განმავლობაში პრაგმატულ გეგმას ახორციელებს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან სწორ, პრაგმატულ გეგმას ვახორციელებთ და იმ ნაბიჯებს ვდგამთ, რა კუთხითაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ჩვენი მთავარი მოკავშირეებისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ ვიღწვით და ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი, მალე მიღწეული იქნება. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა კუჭავამ.

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალმა გუშინ ნატო-საქართველოს არსებითი, განახლებული პაკეტი დაამტკიცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებენ.