დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში მივიდა, სადაც აფეთქება მოხდა.
კახა კალაძე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. დედაქალაქის მერს კომენტარი არ გაუკეთებია.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სამივე პირის მდგომარეობა რთულია. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ.