კახა კალაძე - ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს, ვულოცავ სიცოცხლისა და განახლების დღესასწაულს
კახა კალაძე - ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს, ვულოცავ სიცოცხლისა და განახლების დღესასწაულს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. მინდა, ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს – ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩემს უცხოელ მეგობრებს მივულოცო სიცოცხლისა და განახლების დღესასწაული. გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს.
მინდა, ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on კვირა, 04 აპრილი, 2021