კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება, რათა ზაზა გახელაძე უახლოეს მომავალში გათავისუფლდეს
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველაფერი კეთდება.
„როგორც ვიცი, შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, განიხილეს კონკრეტული თემები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს მისი გათავისუფლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.