კახა კალაძე - ყველა ვიყავით პატარები, არდადეგების გახანგრძლივებით ბავშვები კმაყოფილი იქნებიან
საახალწლო არდადეგები ყველას გვიყვარდა, ყველა ვიყავით პატარები, შესაბამისად, ბავშვებიც კმაყოფილი იქნებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არის საბავშვო ბაღებში არდადეგები იმაზე ხანგრძლივი, ვიდრე გასულ წელს იყო.
„როგორც იყო ბიუჯეტში დაგეგმილი, ჩვენც შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება. 22-დან არის არდადეგები. ესეც ნორმალურია, საახალწლო არდადეგები ყველას გვიყვარდა, ყველა ვიყავით პატარები, შესაბამისად, ბავშვებიც კმაყოფილი იქნებიან“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დაავიწყდა თუ არა მერიას ტენდერის გამოცხადება, რაც კახა კალაძემ უარყო.
„კანონის შესაბამისად, როგორც ბიუჯეტში იყო დაგეგმილი ისე ვიმოქმედეთ“, – აღნიშნა კალაძემ.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წელს თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო წელი 22 დეკემბერს დასრულდებოდა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინა ხელმძღვანელობამ მიიღო.