ბაღების სააგენტო - არდადეგების 22 დეკემბერს დაწყება წინა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა
ბაღების სააგენტო - არდადეგების 22 დეკემბერს დაწყება წინა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ წელს თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო წელი 22 დეკემბერს დასრულდებოდა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინა ხელმძღვანელობამ მიიღო.

ამის შესახებ „პირველ არხს“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, ხელშეკრულება თბილისის მერიას 22 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული. ახალი ტენდერი კი 13 დეკემბერს გამოცხადდა.

თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო წელი წელს 22 დეკემბერს სრულდება და მომავალი წლის 15 იანვრიდან განახლდება.

გასულ წელს კი სააღმზედელო წელი 29 დეკემბერს დასრულდა და მომდევნო წლის 9 იანვარს განახლდა.