კახა კალაძე - წინასწარი მონაცემებით, წუხელ სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ და მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორ ჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია და სხვადასხვა უბანში შექმნა გარკვეული პრობლემები. გუშინ ვიმყოფებოდი ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დატბორილი იყო მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა, იყო უმძიმესი მდგომარეობა, პრობლემები იყო გლდანის რაიონში, საბურთალოზე, სამგორის რაიონში, დიდუბის რაიონში. ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც შეიქმნა პრობლემები“, – განაცხადა კალაძემ.