კახა კალაძე - წინა ხელისუფლების პირობებში ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან
წინა ხელისუფლების პირობებში ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონებების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე, ხდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მძიმე პერიოდი იყო, როდესაც პირადი სურვილის დაკმაყოფილების მიზნით ბიუჯეტის ძარცვა მიმდინარეობდა.
„ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა, რომ ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? გვახსოვს შემთხვევები, საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის და ა.შ. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, როდესაც ხდებოდა ბიუჯეტის ძარცვა პირადი დაკმაყოფილებების მიზნით“, – განაცხადა კახა კალაძემ.