კახა კალაძე - ვულოცავ რობერტ სტურუას დაბადების დღეს, ქვეყნისა და ქართული ხელოვნების სასიკეთოდ კიდევ ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტი განეხორციელებინოს
კახა კალაძე - ვულოცავ რობერტ სტურუას დაბადების დღეს, ქვეყნისა და ქართული ხელოვნების სასიკეთოდ კიდევ ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტი განეხორციელებინოს

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ რეჟისორს, რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს გამორჩეული და დასაფასებელი ადამიანის, დიდი შემოქმედისა და რეჟისორის, რობერტ სტურუას დაბადების დღეა. მინდა, მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე.

ჩვენი ქვეყნისა და ქართული ხელოვნების სასიკეთოდ კიდევ ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტი განეხორციელებინოს. მართლაც წარმოუდგენელია ამ ადამიანის ღვაწლი, მისი შემოქმედება. გულწრფელად ვულოცავ დაბადების დღეს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.