კახა კალაძე - უკვე დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის, ქართველი ხალხის დახმარებით შევძლებთ, რომ 2024 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს „ქართული ოცნება“
კახა კალაძე - უკვე დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის, ქართველი ხალხის დახმარებით შევძლებთ, რომ 2024 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს „ქართული ოცნება“

ირაკლი კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ერთიანია გუნდის პოზიცია, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის უკვე ემზადება.

„უკვე დაწყებული გვაქვს მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კამპანიას წარვმართავთ ერთიანი სულისკვეთებით, ერთიანი ძალისხმევით და შევძლებთ ქართველი ხალხის დახმარებით იმას, რომ 2024 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო““, – განაცხადა კალაძემ.