კახა კალაძე - უკეთესი იქნება, მამუკა ხაზარაძემ ჭორაობას თავი დაანებოს
უკეთესი იქნება, ჭორაობას თავი დაანებოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე საუბრობდა.
კალაძე აღნიშნულ განცხადებას ჭორაობას უწოდებს.
„მე ჭორაობას დავარქმევდი ამას და ასე შევაფასებდი. თუ მსგავსი რამ იყო, გამოსულიყო და ეთქვა მაშინ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ისტორია მოხდა. უკეთესი იქნება, ჭორაობას თავი დაანებოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.