კახა კალაძე - უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თანამდებობის პირს, არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში
უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თანამდებობის პირს, არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე – „არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება. ცუდია, როდესაც ქვეყნებს შორის ურთიერთობაში შენი ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ერევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს არ ჯდება არც ერთ დიპლომატიურ ურთიერთობაში, შესაბამისად ამას მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.