მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას, ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე
მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილ არჩევნებზე გადაწყდება საქართველოს მომავალი.
„მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ, ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებასა და ქვეყნიდან განდევნას. რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არასოდეს არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ სამუდამოდ, მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიქნებით თუ არა მონები ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები, წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.