კახა კალაძე - თბილისს ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახლს
კახა კალაძე - თბილისს ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახლს

თბილისში ვანდალიზმის ფაქტებს დედაქალაქის მერმა სამწუხარო უწოდა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, როგორც საკუთარ სახლს, ისე მოუფრთხილდნენ ქალაქს და ქალაქის ინფრასტრუქტურა არ დააზიანონ.

,,მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოიჩინონ, რადგან ეს ქალქი არის თითოეული ჩვენგანის, როგორც საკუთარი სახლი, თითოეული ოჯახი, ასე უნდა მივუდგეთ და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ჩვენთაგანი არ მიდის სახლში და არ ამტვრევს რაღაცებს. სწორედ ასე უნდა მოვექცეთ ამ ქალაქს. როცა რაღაც კეთდება, მერე მიდიან ადამინაები და მიზანმიართულად ხდება დაზიანება, ძალიან ცუდი ფაქტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.