კახა კალაძე - თავად გუბაზ სანიკიძე კარგ შეფასებებს აკეთებს, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც არიან
კახა კალაძე - თავად გუბაზ სანიკიძე კარგ შეფასებებს აკეთებს, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც არიან

რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

დედაქალაქის მერმა გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. კახა კალაძის თქმით, რადიკალიზმს პასუხი საზოგადოების მხრიდან გაეცემა.

„ესეც იმ რადიკალიზმის ნაწილია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ბოლო თვეების განმავლობაში ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით, სადაც იმყოფებიან. ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ. ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც დღეს არიან“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ რომელიმე ახალგაზრდას რამე რომ დაემართოს, „დანდობა არ იქნება“. „არაფერი შეგეშალოთ, „ქოცებო“, ფრთხილად იყავით, ორლულიანი თოფების აჯანყება არ მიიღოთ, ფიზიკური დანდობა არ იქნება“, – განაცხადა სანიკიძემ. მისივე თქმით, შემდეგი ხელისუფლება პოლიციელებს დასჯის.