კახა კალაძე - სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენ ვიქნებით გუნდი, რომლის დროსაც საქართველო ძლიერი სახელმწიფოთი, სუვერენიტეტით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი
კახა კალაძე - სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენ ვიქნებით გუნდი, რომლის დროსაც საქართველო ძლიერი სახელმწიფოთი, სუვერენიტეტით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი

სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ, საქართველო ძლიერი სახელმწიფოთი, სუვერენიტეტით აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა, ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ორივე ერთად ვერ გექნება“.

„არ ვფიქრობ, რომ სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ, მე ვსაუბრობ იმ განცხადებაზე, რომელიც კონკრეტულმა ყმაწვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომ საქართველომ უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თუ უნდა ევროკავშირის წევრობა. არ ვაპირებთ სუვერენიტეტის დათმობას. რატომ უნდა დავთმო სუვერენიტეტი? სახელმწიფოებრიობით, კულტურით, ტრადიციებით, ამ ყველაფრით მინდა ევროპული გაერთიანება, ევროპული მომავალი. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომლის დროსაც საქართველო ძლიერი სახელმწიფოთი, ძლიერი ეკონომიკით, სუვერენიტეტით აუცილებლად გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია. მე ვსაუბრობ კონკრეტულ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორემ ჩვენ სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.