კახა კალაძე - „სითი პარკის“ თემა ამოწურულია, არანაირი სასამართლო დავა არ არსებობს
კახა კალაძე - „სითი პარკის“ თემა ამოწურულია, არანაირი სასამართლო დავა არ არსებობს

„სითი პარკის“ თემა ამოწურულია. არანაირი სასამართლო დავა არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„როდესაც კომპანიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, არ იქნა დაკმაყოფილებული. ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „სითი პარკის“ ადვოკატებმა დღეს თბილისის მერს განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს, სასამართლო დავის დასრულებამდე, ხელშეკრულების შეწყვეტა გადავადდეს.