კახა კალაძე - საზოგადოებამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ადამიანების ტრაგედიის გამოყენების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს
კახა კალაძე - საზოგადოებამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ადამიანების ტრაგედიის გამოყენების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გუშინდელ აქციაზე პრემიერის მიმართ მოქცევით გამოაშკარავდა, თუ ვის უნდა, გამოიყენოს ეს ტრაგედია.

კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ადამიანების ოჯახის ტრაგედიის გამოყენების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.

„პრემიერი მისული იყო იქ, რომ გამოეთქვა თანადგომა ზაზა სარალიძის მიმართ, მაგრამ იქ მდგომმა ადამიანებმა არ მისცეს ამის საშუალება და საზოგადოება ნათლად ხედავს მათ დამოკიდებულებას.

რა თქმა უნდა, გამოაშკარავდა თუ ვის როგორ უნდა ამ ტრაგედიის გამოყენება, თუმცა ჩვენ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვისაც სისხლში აქვთ ხელი გასვრილი, ამ ადამიანის, ამ ოჯახის გამოყენების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.