კახა კალაძე - საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს
კახა კალაძე - საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.