თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუექსემბურგში კახა კალაძე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს შეხვდება.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.