კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება

11:08, 21.02.2018

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუექსემბურგში კახა კალაძე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს შეხვდება.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

მსგავსი