საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი
არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბაღებსა და ბავშვებს, – განაცხადა თბილისის მერმა სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საპასუხოდ.
კახა კალაძის თქმით, საბავშვო ბაღების კვების ტენდერი თავიდან გამოცხადდა და გამარჯვებული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
“საბავშვო ბაღების კვებით მომარაგების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიაია “ნილმა”, რადგან მას ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები, მისცა დისვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო და ბავშვებს მომსახურებოდნენ, გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია “ნილთან”. ტენდერი გამოცხადებულია, თუ არ ვცდები რამდენიმე დღეში გვეცოდინება, ვინ იქნება გამარჯვებული კომპანია. მესმის, რომ ბოლო დღეებში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით. თუმცა, თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბაღებსა და ბავშევებს. ყველაფერს მოყვება მკაცრი რეაგირება” – განაცხადა კალაძემ.
“ახალი საქართველო” მოუწოდებს პროკურატურას, საბავშვო ბაღებში კვების ტენდერის საკითხი გამოიძიოს.