"ახალი საქართველო" მოუწოდებს პროკურატურას, საბავშვო ბაღებში კვების ტენდერის საკითხი გამოიძიოს
"ახალი საქართველო" მოუწოდებს პროკურატურას, საბავშვო ბაღებში კვების ტენდერის საკითხი გამოიძიოს

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო” გენერალურ პროკურორს თბილისის ბაღების სააგენტოს მიერ ბავშვთა კვებისთვის ჩატარებული ტენდერის გამოკვლევას სთხოვს. პლატფორმის წარმომადგენლის, თეონა ჭალიძის განცხადებით, მერიამ შპს “ნილის” სასარგებლოდ ტენდერის პირობები სპეციალურად შეცვალა, რათა მას ტენდერში გამარჯვება არ გაჭირვებოდა.

როგორც ჭალიძე ამბობს, პირობები მნიშვნელოვნად დაირღვა, რადგან ორგანიზაცია დღემდე ხარვეზებით ახდენს ბაგა-ბაღების პროდუქტებით მომარაგებას. ამასთან,  შპს “ნილი” სხვადასხვა დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენჯერმე დაჯარიმებულია. “ახალი საქართველო” პროკურატურას მოუწოდებს, საკითხი დროულად გამოიძიოს, რადგან საქმე მილიონობით ლარს ეხება. ჭალიძე მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.