კახა კალაძე - ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში
კახა კალაძე - ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში

ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია კონსენსუსს ოპოზიციასთან 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 120/30-ზე 1% -იანი ბარიერით. ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში“,- აღნიშნავს კახა კალაძე.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.