კახა კალაძე – ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში
ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია კონსენსუსს ოპოზიციასთან 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, 120/30-ზე 1% -იანი ბარიერით. ქართული დემოკრატია სწრაფად ვითარდება „ქართული ოცნების“ პირობებში“,- აღნიშნავს კახა კალაძე.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.
Georgian Dream has achieved consensus with the opposition on the election system for 2020. 120/30 with 1% threshold. Georgian democracy is progressing rapidly under Georgian Dream. pic.twitter.com/ZKL5Dff1c5
— Kakha Kaladze (@kakhakala) March 8, 2020