კახა კალაძე - პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა
კახა კალაძე - პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

როგორც კალაძემ განაცხადა, საინტერესოა რას წარმოადგენს პოდოლიაკი.

„პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება ძალიან მარტივი, ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლაკი, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა“, – განაცხადა კალაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია.

ამასთან, პოდოლიაკმა უკრაინის დაზვერვის მონაცემებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა: „მტკიცებულებებს მაშინ გამოაქვეყნებენ, თუ ექნებათ იურიდიულად დადასტურებული დოკუმენტები, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სანქციების გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება“.