კახა კალაძე - პიკეტირება კანონდარღვევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
კახა კალაძე - პიკეტირება კანონდარღვევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო უწყების პიკეტირება კანონდარღვევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„პიკეტირება არის კანონდარღვევა და პიკეტირებას, ბლოკირებას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ასევე კანონის ფარგლებში”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციური პარტიები აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ.

„ევროპულმა საქართველომ“ აქციების გამართვის ნებართვაზე თბილისის მერიას განცხადებით მიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, პროტესტს უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია.

ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები პიკეტირებასაც გეგმავენ.

საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემაც და აღნიშნა, რომ მოხდება როგორც პარლამენტის შენობის, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირება.