კახა კალაძე - მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები, რასაც სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია და მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი
კახა კალაძე - მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები, რასაც სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია და მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი

მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები, რასაც სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია და მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუესა და ძალადობრივ მოწოდებებზე.

„გუშინაც გავაკეთე განცხადება და კიდევ გავიმეორებ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. თუ შევხედავთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, შეიძლება ითქვას, რომ მათი ინსპირირებულია ის დღის წესრიგი, რომელიც არჩევნების შემდეგ შემოგვთავაზეს. მთელი საარჩევნო კამპანიის ორივე ტურს ვგულისხმობ, რომელიც დაფუძნებული იყო სიძულვილზე, სიცრუესა და ძალადობრივ მოწოდებებზე. მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები, რასაც სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყოლია და დღეს სამწუხაროდ, ყველამ ერთად მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.