კახა კალაძე - მივესალმები ყველა მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდესა და სტაბილურობას წაადგება
ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და წინგადადგმულ ნაბიჯს მივეასლმები, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდესა და სტაბილურობას, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივა, რომლის მიხედვით, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება.
„კანონპროექტს არ ვიცნობ, ამიტომ გამიჭირდება რაიმე დეტალებზე საუბარი. თუმცა, ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდესა და სტაბილურობას, მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება.