გიორგი გახარია - უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება
გიორგი გახარია - უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება

უახლოეს პერიოდში შსს-ს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც გახარიას მიმართ ოპოზიციის ბრალდებებს, კრიმინალურ ავტორიტეტებთან შესაძლო კავშირს უკავშირდებოდა.

„არ გავცემ ახლა ამაზე პასუხს, წინასაარჩევნო კონტექსტია. არჩევნები რომ დამთავრდება, მერე ვუპასუხებ ამ ღიმილისმომგვრელ შეკითხვებს. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი. მინდა სიახლე გამცნოთ, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული.

რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიან ფილმებს, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი შემდგომ. უბრალოდ მთავარია, რომ ამის შემდგომ არ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დატოვე კომენტარი