კახა კალაძე - მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გუდაურში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულების ახლობლებს, ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა მამუკა ონაშვილი, დიდი დანაკლისია ჩვენი ქალაქისთვის
კახა კალაძე - მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გუდაურში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულების ახლობლებს, ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა მამუკა ონაშვილი, დიდი დანაკლისია ჩვენი ქალაქისთვის

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირაში მოხდა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ღონისძიების დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს. ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი – ჩვენი მეგობარი. ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.