კახა კალაძე - მეუფე იაკობის განცხადებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული
კახა კალაძე - მეუფე იაკობის განცხადებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადებები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა-განმარტება გააკეთოს.

„საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია. მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა, გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს არის ამ განცხადებების გაგრძელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.

ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადადგა.