კახა კალაძე - კონკრეტული ტელევიზიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირისპირებაა, თუმცა ვხედავთ, რომ დაშლა ოპოზიციაში მიმდინარეობს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გარკვეული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რომ თითქოს მმართველ გუნდში დაპირისპირებაა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს მმართველ პარტიაში არის დაპირისპირება, ათას სისულელეებს იგონებენ, თითქოს მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძე -გახარიასთან, გახარია-გომელაურთან და ა.შ. თუმცა ამ დროს ვხედავთ, რომ ოპოზიციურ რიგებში მიმდინარეობს დაშლა. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.