კახა კალაძე - ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს
კახა კალაძე - ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს

ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ გორში მას კალაძის დავალებით ესროლეს.

კახა კალაძემ კითხვას ასე უპასუხა: „რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე „ხამსამ“ კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,“ – განაცხადა კალაძემ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.

„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს „რუსთავი 2“-ის ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა?

ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ეთერში.