ირაკლი ოქრუაშვილი - გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილმა დაფქვა, ამის უკან კალაძე იყოო
ირაკლი ოქრუაშვილი - გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილმა დაფქვა, ამის უკან კალაძე იყოო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.

„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს „რუსთავი 2“-ის ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა?

ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.