თბილისის მერი კახა კალაძე გორში მოკლული გოგონას ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
კალაძემ ფაქტზე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გორში უმძიმესი ტრაგედია მოხდა.
„გორში ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ყველას ყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა, რაც მოხდა. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს. შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.